კატეგორიები

Friday 9 October 2015

Microsoft Lumia 950 და Lumia 950XL:ტექნიკური მახსიათებლების სრული მიმოხილვა


  დიდი მოლოდინის შემდეგ Microsoft-მა წარმოადგინა საკუთარი ფლაგმანური სმარტფონები, ამ სტატიაში შემოგთავაზებთ აღნინული სმარტფონების დეტალურ ტექნიკურ მახასიათებლებს.


Lumia 950XL


  • კორპუსის ზომები: 151.9 მილიმეტრი სიგრძეში, 78.4 მილიმეტრი სიგანეში და 8.1 მილიმეტრი სისქეში.
  • წონა: 165 გრამი.
  • ეკრანი: 5.7 დიუმიანი QHD რეზოლუციის AMOLED ეკრანი, რომელიც დამუშავებულია ClearBlack ტექნოლოგიით, რეალური 24 ბიტიანი 16 მილიონზე მეტი ფერი, სიმჭიდროვე 518 პიქსელი ინჩზე, ავტომატური სიკაშკაშის რეჟიმი, ფართო ხედვის კუთზე, მაღალი სიკაშკაშის რეჟიმი, ორიენტაციის სენსორი, სუპერ მგრძნობიარე სენსორი და Gorilla Glass 4-ის დაცვა ნაკაწრებისგან.
  • ძირითადი კამერა: 20 მეგაპიქსელიანი 1/2.4 ინჩის ზომის Toshiba-ს წარმოებული სენსორი, 6 ZEISS ლინზა, F1.9 დიაფრაგმა, მეხუთე თაობის ოპტიკური სტაბილიზაცია, 26 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხე, RGB განათება (წითელი, ლურჯი, შავი), მინიმალური ფოკუსის მანძილი 10 სანტიმეტრი, 4K ვიდეო გადაღება, მაღალი რეზოლუციის ზუმი, სწრაფი ფოკუსი, PureView ტექნოლოგია, მაღალი რეზოლუციის აუდიოს ჩაწერა 4 მიკროფონით და პროფესიული კამერის სამომხმარებლო ინტერფეისი.
  • წინა კამერა: 5 მეგაპიქსელიანი სენსორი ფართო ხედვის კუთხით და F2.4 დიაფრაგმით.
  • ჩიფსეტი: Qualcomm Snapdragon 810, რომლის ცენტრალური პროცესორი წარმოდგენილია 4 მაღალი წარმადობის Cortex A57-ის ბირთვებით 2.0 გიგაჰერზე და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53-ის ბირთვებით 1.5 გიგაჰერზე, ხოლო გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 4 ბირთვიანი Adreno 430 650 მეგაჰერცით.
  • მეხსიერება: ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია 3 გიგაბაიტიანი LPDDR4, შესანახი მეხსიერება 32 გიგაბაიტი, მეხსიერების ბარათის დახმარებით შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 200 გიგაბაიტით.
  • ბატარეა: 3340 მილიამპერიანი. რომელიც სმარტფონს ლოდინის რეჟიმში ამუშავებს 288 საათს, საუბრის რეჟიმში 19 საათს, მუსიკის მოსმენის რეჟიმში 75 საათს და Qualcomm-ის სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის და USB3.1-ის (USB Type C 1,0) დახმარებით  სმარტფონის 34 პროცენტამდე დატენვა შესაძლებელია 15 წუთში.
  • აუდიო სისტემა: Dolby Digital Plus
  • FM რადიო
  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 Mobile
  • მეექსვე კატეგორიის 4G LTE მოდემი
  • თვალის ბიომეტრიული სკანერი, რომელიც Windows Hello-ს გამოყენების საშუალებას მოგცემთ.
  • სმარტფონის აქსესუარად წარმოდგენილია სპეციალური დოკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ Microsoft-ის ინოვაციური ტექნოლოგიის Continuum-ის გამოყენების (აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს სმარტფონის კომპიუტერად გარდაქმნას, სადაც მოცემული იქნება დექსტოპ ინტერფეისი, ანუ თქვენ გექნებათ ჩვეულებრივი კომპიუტერი).
  • გაგრილების სისტემა


Lumia 950


  • კორპუსის ზომები: 145 მილიმეტრი სიგრძეში, 73.2 მილიმეტრი სიგანეში და 8.2 მილიმეტრი სისქეში.
  • წონა: 150 გრამი.
  • ეკრანი: 5.2 დიუმიანი QHD რეზოლუციის AMOLED ეკრანი, რომელიც დამუშავებულია ClearBlack ტექნოლოგიით, რეალური 24 ბიტიანი 16 მილიონზე მეტი ფერი, სიმჭიდროვე 564 პიქსელი ინჩზე, ავტომატური სიკაშკაშის რეჟიმი, ფართო ხედვის კუთზე, მაღალი სიკაშკაშის რეჟიმი, ორიენტაციის სენსორი, სუპერ მგრძნობიარე სენსორი და Gorilla Glass 3-ის დაცვა ნაკაწრებისგან.
  • ძირითადი კამერა: 20 მეგაპიქსელიანი 1/2.4 ინჩის ზომის Toshiba-ს წარმოებული სენსორი, 6 ZEISS ლინზა, F1.9 დიაფრაგმა, მეხუთე თაობის ოპტიკური სტაბილიზაცია, 26 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხე, RGB განათება (წითელი, ლურჯი, შავი), მინიმალური ფოკუსის მანძილი 10 სანტიმეტრი, 4K ვიდეო გადაღება, მაღალი რეზოლუციის ზუმი, სწრაფი ფოკუსი, PureView ტექნოლოგია, მაღალი რეზოლუციის აუდიოს ჩაწერა 4 მიკროფონით და პროფესიული კამერის სამომხმარებლო ინტერფეისი.
  • წინა კამერა: 5 მეგაპიქსელიანი სენსორი ფართო ხედვის კუთხით და F2.4 დიაფრაგმით.
  • ჩიფსეტი: Qualcomm Snapdragon 808, რომლის ცენტრალური პროცესორი წარმოდგენილია 2 მაღალი წარმადობის Cortex A57-ის ბირთვებით 1.8 გიგაჰერზე და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53-ის ბირთვებით 1.5 გიგაჰერზე, ხოლო გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 4 ბირთვიანი Adreno 418 650.
  • მეხსიერება: ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია 3 გიგაბაიტიანი LPDDR3, შესანახი მეხსიერება 32 გიგაბაიტი, მეხსიერების ბარათის დახმარებით შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 200 გიგაბაიტით.
  • ბატარეა: 3000 მილიამპერიანი. რომელიც სმარტფონს ლოდინის რეჟიმში ამუშავებს 12 დღეს, საუბრის რეჟიმში 18 საათს, მუსიკის მოსმენის რეჟიმში 67 საათს და Qualcomm-ის სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის და USB3.1-ის (USB Type C 1,0) დახმარებით  სმარტფონის 34 პროცენტამდე დატენვა შესაძლებელია 15 წუთში.
  • აუდიო სისტემა: Dolby Digital Plus
  • FM რადიო
  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 Mobile
  • მეექსვე კატეგორიის 4G LTE მოდემი
  • თვალის ბიომეტრიული სკანერი, რომელიც Windows Hello-ს გამოყენების საშუალებას მოგცემთ.
  • სმარტფონის აქსესუარად წარმოდგენილია სპეციალური დოკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ Microsoft-ის ინოვაციური ტექნოლოგიის Continuum-ის გამოყენების (აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს სმარტფონის კომპიუტერად გარდაქმნას, სადაც მოცემული იქნება დექსტოპ ინტერფეისი, ანუ თქვენ გექნებათ ჩვეულებრივი კომპიუტერი).
  • გაგრილების სისტემა

No comments:

Post a Comment