კატეგორიები

Friday 9 October 2015

Sony Xperia Z5 Premium VS Microsoft Lumia 950 XL: ტიტანების შერკინება #2


მართალია ეს ორი ფლაგმანური სმარტფონი სხვადასხვა ოპერაციული სისტემებით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ მაინც შევეცდები არჩევანის გაკეთება გაგიადვილოთ ამ პოსტით.



Sony Xperia Z5 Premium-ის უპირატესობები

1. Z5 Premium-ი პირველია, რომელსაც აქვს 4K UHD რეზოლუციის (2160x3840p) 5.5 ინჩიანი ეკრანი IPS LCD Triluminos და X-Reality ტექნოლოგიით, ინჩზე 807 პიქსელით! ხოლოს Note 5-ს აქვს 5.7 ინჩიანი 2K QHD რეზოლუციის Super Amoled ეკრანი, 518 პიქსელ სიმჭიდროვე ინჩზე.
Z5 Premium-ი 4K რეზოლუციას მხოლოდ მაშინ იყენებს, თუ სმარტფონზე გაშვებულია 4K რეზოლუციის ვიდეო, 4K რეზოლუციის თამაში, 4K რეზოლუციის ფოტო ან სხვა რაიმე 4K რეზოლუციის ფაილი, ხოლო სხვა შემთხვევაში სმარტფონის ეკრანი გამოიყენებს 1080x1920 პიქსელ გარჩევადობას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ენერგო მოხმარებას. ალბათ დამეთანხმებით, რომ აღნინული ტექნოლოგია იმსახურებს ინოვაციების კატეგორიაში მოხვედრას. რაც შეეხება Lumia 950XL-ს, მას აქვს 5.7 ინჩიანი QHD რეზოლუციის AMOLED ეკრანი ინჩზე 518 პიქსელ სიმჭიდროვით და მასზე მუდმივად 2K QHD რეზოლუციაა ჩართული და ეს რა თქმა უნდა აისახება ენერგო მოხმარებაზე.

2. სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება "nozzle" ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას. Lumia 950XL-ს არანარი დაცვა არ გააჩნია.
3. Xperia Z5 Premium-ში მოთავსებულია ორმაგი გაგრილების სისტემა, რაც თქვენ სმარტფონს დაეხმარება თავი იხსნას გაცხელებისგან, დღეს ყველაზე საჭირო და ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიაა ორმაგი გაგრილების სისტემა სმარტფონში. Lumia 950XL-ში მოთავსებულია ერთი გაგრილების სისტემა.
4. Xperia Z5 Premium-ს აქვს 96 კილოჰერციანი, 24 ბიტიანი DSEE HX მაღალი რეზოლუციის HiRes LDAC აუდიო სისტემა, რაც მსგავსი ხარისხის და წარმადობის აუდიო სისტემა ჯერჯერობით არცერთი ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში არ მოგვეპოვება, აგრეთვე აქვს ორმაგი სტერეო სპიკერი, რაც შეეხება Lumia 950XL-ს მას აქვს Dolby Digital Plus აუდიო სისტემა.
5. Xperia Z5 Premium-ის ძირითად კამერად წარმოდგენილია 1/2.3 ინჩის ზომის 23 მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფარტო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი,  4K ვიდეო  გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია),სტერეო აუდის ჩაწერა, მეორე თაობის SteadyShot სტაბილიზაცია, 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი, BIONZ პროცესორი და Pulse Led განათება.
 Lumia 950 XL-ს აქვს 20 მეგაპიქსელიანი 1/2.4 ინჩის ზომის Toshiba-ს წარმოებული სენსორი, 6 ZEISS ლინზა, F1.9 დიაფრაგმა, მეხუთე თაობის ოპტიკური სტაბილიზაცია, 26 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხე, RGB განათება (წითელი, ლურჯი, შავი), მინიმალური ფოკუსის მანძილი 10 სანტიმეტრი, 4K ვიდეო გადაღება, მაღალი რეზოლუციის ზუმი, სწრაფი ფოკუსი, PureView ტექნოლოგია, მაღალი რეზოლუციის აუდიოს ჩაწერა 4 მიკროფონით და პროფესიული კამერის სამომხმარებლო ინტერფეისი.
აქ სონის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ აქვს უფრო მეტ მეგაპიქსელიანი კამერა უფრო დიდი სენსორით, სუპერ სწრაფია 192 ფაზიანი ავტოფოკუსი, მაღალი ISO, უფრო მეტად ფართო ხედვის კუთხე, 4K ვიდეო გადაღება HDR რეჟიმში და BIONZ პროცესორი.
6. Z5 Premium-ს აქვს 3430 მილიამპერიანი ბატარეა 5.5 ინჩის ზომის ეკრანზე, ხოლო Lumia 950XL-ს აქვს 3340 მილიამპერიანი 5.7 ინჩის ზომის ეკრანზე, მაშინ როდესაც სონის აქვს FHD რეზოლუციის ინტერფეისი ჩართული და ლუმიას მუდმივად QHD რეზოლუცია აქვს ჩართული.
7.  Z5 Premium-ის ეკრანს აქვს ორმაგი დაცვა DragonTrail X და Oleophobic Coating, ხოლო Lumia 950XL-ს Gorilla Glass 4.
8. Xperia Z5 Premium-ს აქვს თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, Lumia 950XL-ს არააქვს.

9. Wireless Screen Mirorring ტექნოლოგია, სადაც თქვენ შეგიძლიათ კაბელის გარეშე დააკავშიროთ სმარტფონი დიდ ეკრანს,მიუერთოდ კლავიატურა/მაუსი და გამოიყენოთ როგორც დექსტოპ კომპიტერი, იგივე ქმედების გაკეთება შესაძლებელია HDMI/OTG სადენები.

10. პრემიუმ დიზაინი

Microsoft Lumia 950XL-ის უპირატესობები

1. Lumia 950XL-ს თვალის ბიომეტრიული სკანერი, Xperia Z5 Premium-ს არააქვს.

2. Lumia 950 XL-ს აქვს 20 მეგაპიქსელიანი 1/2.4 ინჩის ზომის Toshiba-ს წარმოებული სენსორი, 6 ZEISS ლინზა, F1.9 დიაფრაგმა, მეხუთე თაობის ოპტიკური სტაბილიზაცია, 26 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხე, RGB განათება (წითელი, ლურჯი, შავი), მინიმალური ფოკუსის მანძილი 10 სანტიმეტრი, 4K ვიდეო გადაღება, მაღალი რეზოლუციის ზუმი, სწრაფი ფოკუსი, PureView ტექნოლოგია, მაღალი რეზოლუციის აუდიოს ჩაწერა 4 მიკროფონით და პროფესიული კამერის სამომხმარებლო ინტერფეისი.
Xperia Z5 Premium-ის ძირითად კამერად წარმოდგენილია 1/2.3 ინჩის ზომის 23 მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფარტო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი,  4K ვიდეო  გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია),სტერეო აუდის ჩაწერა, მეორე თაობის SteadyShot სტაბილიზაცია, 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი, BIONZ პროცესორი და Pulse Led განათება
აქ Lumia-ს უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მას აქვს F1.9 დიაფრაგმა, 4 მიკროფონი, სამმაგი განათება RGB.
3. უკაბელო Wireless დატენვის ტექნოლოგია

4.  Lumia 950XL-ის აქსესუარად წარმოდგენილია სპეციალური დოკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ Microsoft-ის ინოვაციური ტექნოლოგიის Continuum-ის გამოყენების (აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს სმარტფონის კომპიუტერად გარდაქმნას, სადაც მოცემული იქნება დექსტოპ ინტერფეისი, ანუ თქვენ გექნებათ ჩვეულებრივი კომპიუტერი).

5. (USB Type C 1.0)


იდენტური ტექნიკური მახასიათებლები

  • Qualcomm Snapdragon 810-ის ჩიფსეტი
  • 3 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება
  • 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება
  • 200 გიგაბაიტით მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა
  • LTE Cat 6
  • Qualcomm-ის სრაფი დატენვის ტექნოლოგია
  • 4K ვიდეო გადაღება
  • კამერის 6 ლინზა

No comments:

Post a Comment