კატეგორიები

Tuesday 19 May 2015

Galaxy S6-ისა და Xperia Z4-ის შედარება


ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ანდროიდ სმარტფონებში ორი ყველაზე პოპულაურული სმარტფონის Galaxy S6-ისა და Xperia Z4-ის შედარება, ამ შემთხვევაში განვიხილავ რა უპირატესობა აქვს სონის სმარტფონს.


1.სონის აქვს 2930 მილიამპერიანი ბატარეა FHD ეკრანზე, ხოლო სამსუნგს 2550 მილიამპერიანი ბატარეა QHD ეკრანზე! აქ რა თქმა უნდა FHD ეკრანი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ვიდრე QHD.
აქ ვიღაც იტყვის QHD რეზოლუცია უკეთესიაო, მაგრამ რეალურად ვერანაირ სხვაობას ვერ ნახავთ ამ რეზოლუციებში, მითუმეტეს QHD ეკრანი ბატარეას ჭამს , მითუმეტეს 2550 მილიამპერიან ბატარეას ვერანაირი 14 ნანომეტრიანი ჩიფსეტი ვერ შველის, ამას ემატება ისიც, რომ ბატარიის გამძლეობით სონი პიონერია.
2. სონის აქვს 20.7 მეგაპიქსელიანი კამერა უფრო დიდი 1/2.3 სენსორით და G ლინზებით, ხოლო სამსუნგს 16 მეგაპიქსელიანი კამერა 1/2.6 სენსორით. გარდა ამისა ემატება ულიმიტოდ 4K ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა, რომელიც სონის აქვს და სამსუნგს არა. ასევე სონის აქვს ISO12800, რაც სამსუნგის სმარტფონებში ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.
3. სონის აქვს 5.1 მეგაპიქსელიანი წინა კამერა 25 მილიმეტრიანი G ლინზებით და ოპტიკური სტაბილისაციით, სამსუნგს ჩვეულებრივი 5 მეგაპიქსელიანი კამერა.
4. სონის აქვს რადიო, სამსუნგს არა. ეს არის ჩემის აზრით ერთერთი ყველაზე დიდი მინუსი სმარტფონისთვის.
5. სონის სმარტფონი წყალგამძლეა, სამსუნგის არა.
6. სონის სმარტფონი მტვერ გამძლეა, სამსუნგის არა.
7. სონის სმარტფონზე შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა, სამსუნგისაზე არა.
8. სონის აქვს ფრონტალური სტერეო დინამიკები, სამსუნგს მონო დინამიკი კორპუსის ბოლო ნაწილში.
დეტალურად რომ განვმარტო, Xperia Z4–ს აქვს 96 კილოჰერციანი, 24 ბიტიანი DSEE HX მაღალი რეზოლუციის HiRes LDAC აუდიო სისტემა, რაც მსგავსი ხარისხის და წარმადობის აუდიო სისტემა ჯერჯერობით არცერთი ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში არ მოგვეპოვება.
9. სონის აქვს კამერის ღილაკი, სამსუნგს არა
10. სონის აქვს PS4-ის სერთიფიკატი, სადაც თქვენ შეგეძლებათ სმარტფონი გამოიყენოთ PS4-ის ეკრანად, ეს ყველაფერი კი სამსუნგის სმარტფონზე შეუძლებელია.
11. სონის აქვს “nozzle” ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას! სამსუნგს არანაირი დაცვა არააქვს წყლისგან.
ჩემი აზრით ეს არის რეალური უპირატესობა და არა ისეთი რაღაცეები, როგორიც აქვს სამსუნგს, გულის ცემის სენსორი, თითის ანაბეჭდის სენსორი და სხვა უაზრობები, რასაც რეალურად არავინ იყენებს, ან თუ იყენებს ვინმე ძალიან იშვიათად.

No comments:

Post a Comment