Sony Mobile-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, Hiroki Tokoti-მ მისცა ინტერვიუ არაბულ ბიზნეს ინტერნეტ ჟურნალს, სადაც ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ სონი არ აპირებს სმარტფონების ბიზნესიდან გასვლას ან გაყიდვას ოდესმე.
Tokoti ინტერვიუში საუბრობს, რომ 2015 წელი იქნება დასაწყისი "დიდი ტრანსფორმაციის" , მოდით ქვემოთ მოცემულ ინტერვიუში ზუსტად გავიგოთ რა გეგმები აქვს სონის.
Tokoti Sony Mobile-ის ბიზნესის ტრანსფორმაციაზე
ჩვენ შევეცდებით ხარჯები შევამციროთ 30 პროცენტით 2016 წლის ბოლოსთვის და დაქირავებულ მუშაკთა რაოდენობა 20 პროცენტით, რათა მაქსიმალურად ჩვენს სასარგებლოდ გავაუმჯობესოთ ჩვენი პორტფელი.
"ჩვენ შევქმენით დიდი ტრანსფორმაციის გეგმა, რომლის შესრულება დაიწყება 2015 წელს და შევეცდებით ეს გეგმა შევასრულოთ 2015 წლის დასრულებამდე. ვიმედოვნებთ, რომ 2016 წელი იქნება ფინანსურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული.
Tokoti: სონი არ აპირებს ოდესმე გასვლას მობილურების ბიზნესიდან
2014 წელს ჩვენ უზარმაზარი დანაკარგი მივიღეთ, რამაც გამოიწვია საზოგადოებაში იმ აზრის გაჩენა, რომ ჩვენ ვაპირებდით მობილურების ბიზნესიდან გასვლას. 2014 წლის კრიზისი გამოწვეული იყო 2012 წელს შენაძენი Ericsson-ის წილი, ბუნებრივია ეს ძალიან დიდი თანხა დაგვიჯდა, მაგრამ ეს იყო საბუღალტრო დაკარგვა და არ აისახება ჩვენს თანხებზე, მაგრამ ეს საბუღალტრო დანაკლისი იმდენად დიდი იყო, რომ ხალხი ამ ფაქტით სპეკულირებდა.
ჯერ კიდევ ჩვენი კომპიუტერების ბიზნესიდან გასვლამდე ვრცელდებოდა ჭორები, რომ მობილურების ბაზარს დავტოვებდით, მაგრამ მობილურების ბაზარი ძალიან განსხვავებულია კომპიუტერების ბაზრისგან.
სმარტფონები მთლიანად უკავშირდება სხვა მოწყობილობებს, ასევე ღრმად დაკავშირებულია ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებასთან და შესაძლებლობა დივერსიფიკაციისთვის დიდია. ჩვენი სასაქონლო ინტერნეტ ეპოქაში უნდა ვაწარმოოთ ახალი პროდუქტი ამ სამყაროში, შესაბამისად დავკარგავთ მნიშვნელოვან ბიზნეს ამ კატეგორიაში და არ ვაპირებთ ამ ბიზნესის გაყიდვას ან გასვლას ბაზრიდან.
კონკურენცია
როდესაც ჩვენ საზოგადოებას გავაცანით Z3, ის ძალიან კარგად მიიღეს, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ ბევრი განვითარებადი მოთამაშე შემოვიდა ბაზარზე, მათ შორის ჩინელი მწარმოებლებიც. ასე რომ კონკურენცია გახდა მძიმე, ჩვენ შევეცდებით მომავალში ახალი ტექნოლოგიებით გავანებივროთ მომხმარებლები და მოვახდინოთ ჩვენი პროდუქტის კიდევ უფრო დივერსიფიკაცია.
Tokoti-იმ აღნიშნა, რომ სმარტფონების და ჭკვიანი საათების გარდა სხვა ჭკვიან მოწყობილობებზეც მუშაობენ და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ.
P.S. სტატია საკმაოდ ვრცელი იყო და შევეცადე მნიშვნელოვანი საკითხები გადმომეთარგმნა მხოლოდ.
კარგია <3
ReplyDelete