კომპანია OnePlus-მა ახალი მეორე თაობის ფლაგმანური სმარტფონი წარმოგვიდგინა და ამ სტატიაში განვიხილავ მის ტექნიკურ დეტალებს.
ეკრანი
სმატფონი წარმოდგენილია 5.5 ინჩიანი IPS LCD ტიპის ეკრანით, რომლის რეზოლუცია 1080x1920 პიქსელი, 1500:1 კონტრასტით და 178 გრადუსიანი ხედვის კუთხით.
ზომები და წონა
სმარტფონი სიგრძეში 151.8 მილიმეტრია, სიგანეში 74.9 მილიმეტი და სისქეში 9.85 მილიმეტრი. მისი წონა 175 გრამს შეადგენს.
პროცესორი
სმარტფონის ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 810 1.8 გიგაჰერც სიხშირით, გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 4 ბირთვიანი Adreno 430 650 მეგაჰერც სიხშირით.
მეხსიერება
სმარტფონის შესანახი მეხსიერება წარმოდგენილია 16 და 64 გიგაბაიტიანი ვერსიებით, eMMC V5.0-ით. ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია 3 და 4 გიგაბაიტიანი ვერსიები, LPDDR4 ტექნოლოგიით.
კამერა
ძირითად კამერად წარმოდგენილია OmniVision-ის 13 მეგაპიქსელიანი სენსორი OV13860, თითოეული პიქსელის ზომაა 1.3 მიკრონ პიქსელი, სენსორის ზომაა 1/2.6, დიაფრაგმა F2.0, ლინზების რაოდენობა 6, ოპტიკური სტაბილიზაცია, ორმაგი LED განათება და ლაზერული ავტოფოკუსი. წინა კამერად წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი სენსორი.
ბატარეა
სმარტფონის ბატარეა წარმოდგენილია 3300 მილიამპერიანი პოლიმერის. QC2.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით.
სხვა მახასიათებლები
სმარტფონი წარმოდგენილილია USB C პორტით (USB 3.0 ვერსიით), თითის ანაბეჭდის სკანერით, გიროსკოპით, აქსელემეტორით, მანძილის და ტემპერატურის საზომით, ინტეგრიებული GPS-ით, GLONASS-ით, ციფრული კომპასით, ორი სიმ ბარათის სლოტით, ერთი სპიკერით და ორი მიკროფონით. ოპერაციული სისტემა Android 5.1.1, Oxygen OS სამომხმარებლო ინტერფეისით.
ფასები
16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით 329 ამერიკული დოლარი და 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით 389 ამერიკული დოლარი, შესაბამისად განსხვავდება ოპერატიული მეხსიერებაც.
No comments:
Post a Comment