კატეგორიები

Thursday 18 June 2015

საპატრიარქომ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 100000 ლარი გამოყო, დაზარალებულ მრავალშივილიან ოჯახს კი 3 ოთახიან ბინას გადასცემს


თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს საპატრიარქომ 100 000 ლარი გადარიცხა, გარდა ამისა, პატრიაქის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს გადასცემენ სამოთახიან ბინას, რომელიც საპატრიარქოს დაზარალებულთა დასახმარებლად აჩუქეს. 
„საპატრიარქოს შემოსწირეს სამოთახიანი ბინა და ვეცდები გამოვნახოთ მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც აღარ აქვს არავითარი საშუალება და სახლი და გადავცეთ მას“, - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ტელეკომანია „იმედის“ ეთერში. 

მისი თქმით, ბოლო დღეების სტიქიამ გააერთიანა ქართველი ხალხი და გაჭირვებულების დასახმარებლად გამოვიდნენ, ამაში აქტიურად მონაწილეობს ეკლესიაც, რომელიც შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად.
„ბოლო დღეების სტიქიურმა მოვლენებმა დიდად შეგვაწუხა ჩვენ ყველანი, მრავალი გარდაიცვალა, მრავალი დარჩა უსახლკაროდ, მრავალი დაშავდა, უნდა ითქვას, რომ ამ მწუხარებამ ამ განსაცდელმა გააერთიანა ქართველი ხალხი და მთელი ხალხი გამოვიდა დასახმარებლად გაჭირვებულების. ეკლესია, რა თქმა უნდა, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამაში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, რაღაც დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულებს. მე მივეცი ლოცვა-კურთხევა საპატრიარქოს ეპარქიებს, რომ 100 ათასი ლარის შემოწირულობა გადარიცხონ და მათ ცალკე გააკეთონ შეწირულობა, ვისაც რა შეუძლია“, - ბრძანა ილია მეორემ

წყარო

1 comment:

  1. i forgot my pin number on z3 and cant open phone help please

    ReplyDelete