Sony statement on Xperia Z3+ heating concerns
“The Xperia Z3+ is a high-performance 64-bit octa-core device with advanced camera technology, in some cases, additional heat can cause functions to stop. Enabling applications can also be felt by the user through the glass on the back. This is normal for the unit and should cause no concern.”
ეს არის სონის განცადება, სადაც ამბობს, რომ Xperia Z3+ არის მაღალი-პერფომანსის მქონე 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი სმარტფონი, ინოვაციური კამერის ტექნოლოგიით, ზოგიერთი მომხმარების შეთხვევაში შესაძლოა იგრძნოთ უფრო მეტი სითბო და ამან გამოიწვიოს ზოგიერთი ფუნქციის შეჩერება, ასევე ოდნავ მეტი სითბო შესაძლოა მომხმარებელმა იგრძნოს სმარტფონის უკანა მხარეს შუშაზე (შუშა ხომ უფრო თბო გამტარია ვიდრე პლასმასი?!), მაგრამ ეს არ არის საგანგაშო, ეს არის სმარტფონის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენა.
მოდით ეხლა ვნახოთ რას წერენ XDA-ზე სონის მოწყობილობების მომხმარებლები, რომლებიც წარმოდგენილია Snapdragon 810-ის ჩიფსეტით.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნულ მოწყობილობებში Snapdragon 810-ის თავდაპირველი ვერსია კიარა, არამედ განახლებული Snapdragon 810V2.1-ია დაყენებული, უკვე გასაყიდ ვერსიებში წარმოდგენილი.
მომხმარებელი Xorxess-ი წერს, რომ მან უკვე გატესტა Xperia Z3+ და დიდი ხნის მოხმარების შემდეგ ნორმალურად გათბა და შემოგვთავაზა სქრინშოთები ( Already test z3+ for long time just normal heat).
ქვემოთ მოცემულ სქრინშოთებში ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ მოწყობილობის გათბობა ნორმალურია და არააფერი ზედმეტი ნორმალური დიდხნიანი მოხმარების რეჟიმში, ასევე ჩანს, რომ პროცესორი კარგად მუშაობს.
ქვემოთ ნაჩვენებია ტესტები (წყარო eprice.com.hk), პრიველ პოტოზე ნაჩვენებია თავდაპირველად რამდენ გრადუსზე იმყოფებოდა სმარტფონი, შემდეგ ფოტოზე ნაჩვენებია AnTuTu ტესტის დასრულების დროს გაცხელება, მესამე ფოტოზე კი Vallamo ტესტის დასრულების დროს, როგორც ხედავთ შედეგი ნორმალურია და არაფერი ზედმეტი. წყარო ამბობს, რომ ყველანაირი ტესტის დასრულების შემდგომ ოდნავ შეიმჩენოადა უკანა პანელზე სითბო. რადგან ეს ინფორმაცია ჩინურიდან გადმოვიტანე, ინგლისურის თარგმანში შეცდომებია, მაგრამ უცხოელებისთვის გასაგებად მაინც დავაკოპირებ.
everyone concerned, but also a generous phone S810 CPU, the meeting will be so hot rack! Withheld department conference mettle a cold environment, the system re-boot software download CPU-z give the body temperature coefficient of 33.7 degrees, and after AnTuTu and Vellamo run points, the body temperature rises to about 40 degrees. finish line after moderator points, started feeling the Department of Department of the rear only slightly warm, perfectly acceptable.
მოდით ეხლა დავუბრუნდეთ ქართულ ფორუმზე დადებული LG G4-ის ტესტებს, რომელიც ვითომ და Snapdragon 808-ის ჩიფსეთის არსებობით უფრო ნაკლებად ხურდება ვიდრე Snapdragon 810-ის ჩიფსეტით არსებული სმარტფონები.
პირველ ფოტოზე ნაჩვენებია ჩვეულებრივი მენიუს მოხმარების შემდეგ მიღებული შედეგი, ხოლო მეორე ფოტოზე ტესტების შემდეგ. (ავტორი: besarioni84)
ეს კი XDA-ზე მოხმარებლის დადებული ტესტებია 4K ვიდეოს გადაღების დროს, რომელიც ცხელდება 89.2 გრადუსზე ცელსიუსით, ეს უკვე არაა ნორმა.
LG G4 4K Video Test |
10 Minut 3D Game |
4K ვიდეოს გადაღების დროს როგორც ცხელდება გადაღებული სქრინები ვერ მოვიპოვე, ამიტომ ერთერთი უცხოური მაღაზიის Cellphone.com.vn-ს გაკეთებული ვიდეო განხილვიდან ამოვიღე სქრინი, სადაც ბევრი წვალების შემდეგ გახურდა 69 გრადუსზე ცელსიუსით, მანამდე კი გატესტა სხვადასხვა 3D თამაშები და აპლიკაციები, სანამ იმის სქრინებს დავდებ რაც მანამდე გატესტა, მოდით ვნახოთ 4K ვიდეოს გახურების ტესტი.
4K Video Heat Test |
ეს შედეგი 4K ვიდეოს გადაღების დროს 6.5-7 წუთი ნამდვილად არ არის ცუდი, როცა მანამდე სხვა აპლიკაციებიც და თამაშებიც გატესტა, გარდა ამისა 4K ვიდეო გადაღების დროს წინა წლების ფლაგმანური სმარტფონებიც არ ხურდებოდა ნაკლებად, მეტად თუ არა, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მომხმარებლის მიერ LG G4-ის გაკეთებული ტესტები 4K ვიდეოს გადაღების შემდეგ აჩვენებს 89.2 გრადუსს ცელსიუსით, როცა მას Snapdragon 808-ის ჩიფსეტი აქვს, ეს ყველაფერი არ არის, ეს ტესტი არაა გაკეთებული იგივე აპლიკაციით, რაც G4 გაიტესტა და 89.2 გრადუსი აჩვენა, მოდით აბა იგივე აპლიკაციით CPU Z-ით გაკეთებული ტესტი ვნახოთ Xperia Z3+-ზე.
4K Video, CPU-Z Heat Test |
როგორც ხედავთ მაქსიმალური გადახურება ამ ტესტით 58 გრადუსია ცელსიუსით, რაც გაცილებით ნაკლებია LG G4-ისაზე.
ამავე წყაროდან გაკეთებული ტესტის მიხედვით, 20 წუთიანი 3D თამაშის დროს მაქსიმალური შედეგი CPU-Z-ით არის 48 გრადუსი ცელსიუსთი, ხოლო სხვა აპლიკაციით გაკეთებული ტესტი აჩვენებს 51 გრადუსს ცელსიუსით.
ზემოთ მოვიყვანე eprice.com.hk-ის CPU-Z-ის აპლიკაციით გაკეთესბული გაცხელების ტესტები Xperia Z3+-ზე, მოდით ეხლა იმავე საიტის სპეციალური მოწყობილობით გაკეთებული ტესტები ვნახოთ, რომელიც სხეულზე ზომავს ტემპერატურას ადგილების მიხედვით.
სადაც მაქსიმალური გადახურება დაფიქსირდა უკანა პანელზე 44 გრადუსი ცელსიუსით, რაც ძალიან კარგი შედეგია 9 წუთი და 55 წამიანი 4K ვიდეოს გადაღების დროს.
ამავე საიტი აკეთებს შედარება Xperia Z3-თან აღნიშნული მოდელის, სინამდვილეში ეს ტესტი არის შედარება Xperia Z4-ის და Xperia Z3-ის, ეს ის იაპონური Xperia Z4-ია, რომელიც თავდაპირველად Snapdragon 810-ის ვერსიით გამოვიდა და მოგვიანებით განახლდა V2.1 ვერსიით.
4K ვიდეო გადაღებისას გამერის აპლიკაცია Xperia Z3-ზე გაითიშა 11 წუთზე, ხოლო Xperia Z4-ზე 9 წუთსა და 55 წამზე, გადახურების სტატისტიკა ამ ორ მოდელში კი ასე გამოიყურება.
როგორც ჩანს თანაბრად ცხელდება, როგორც წინა თაობის ფლაგმანი ისე ახალი თაობისაც.
მოკლედ ჩემი დასკვნა და რჩევა ასეთია, ამ აპლიკაციებში ნაჩვენებ შედეგებს ნუ დაყრდნობით, ვისაც ჰგონია სმარტფონი 89.2 გრადუსამდე ცხელდება ცელსიუსით და არაფერი მოსდის, იმან ჯობია ფიზიკაში იმეცადინოს ;) .
როგორც ხედავთ რეალური ტესტები აჩვენებს, რომ მაქსიმუმ 44 გრადუსზე ცხელდება თუნდაც 4K ვიდეო გადაღების დროს, თუ ზემოთ აღნიშნულ ცხრილს დავაკვირდებით Xperia Z3 ოდნავ ნაკლებად ცხელდება, რაც შეუმჩნეველი სხვაობაა, მითუმეტეს გაყიდვაში ჯერ არ იყო ეს სმარტფონის გამოსული ეს ტესტები რომ გაკეთდა.
რაც შეეხება Xperia Tablet Z4-ს, თვალი გადავავლე ინტერნეტ სივრცეს და ჯერ არ შემხვედრია მომხმარებელი, რომელსაც გაცხელების პრობლმეა აწუხებდეს ამ მოწყობილობაზე, თუმცა ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ტაბლეტია და სმარტფონზე მეტად დიდი მოცულობისაა.
როგორც ხედავთ ქუალქომმა, სონიმ და ეიჩთისიმ აღნიშნა (ნუ ვინც კითხულობს სიახლეებს ტექნიკის სამყაროდან ისინი ხედავენ :) ), რომ ნამდვილად ოდნავ უფრო მეტად ხურდება ვიდრე წინა თაობის ჩიფსეტი, მაგრამ ქუალქომმა ისიც თქვა, რომ ისეთი ჩიფსეტები, რომელბიც უფრო მეტად ხურდება გაყდვაში არ ჩაეშვებოდა.
ასევე ჩემი რჩევა იქნება, როცა ამ ჩიფსეტით გადაწვეტთ სმარტფონის ყიდვას, მაინც გატესტეთ ვინ იცის რა ხდება, მაგრამ მე პირადათ ეს გადახურებაზე აჟიოტაჟი ხელოვნურად აგორებული მგონია და არაფერია საგანგაშო.
No comments:
Post a Comment