კატეგორიები

Tuesday 31 May 2016

Sony-ის ახალი სმარტონი Xperia E5 და გაგრძელდება თუ არა "Z" სერია.....!


  Sony-მ მიუხედავად იმისა, რომ "X" სერია ბრენდათ აქცია და გადაწყვიტა მაქსიმალური ყურადღება ამ "X" სერიას დაუთმოს, მაინც გამოუშვა ბიუჯეტური სმარტფონი Xperia E5! უნდა ვივარაუდოთ, რომ "Z" სერია გაგრძელდება? არაფერია გამორიცხული, თან Sony-ს ოფიციალურად არასდროს დაუკონკრეტებია, რომ "Z" სერიას ხურავდა, უფრო მეტიც Sony-ს დიზაინერმა ყოველი წლის მეორე ნახევარში გამოვა ფლაგმანი სმარტფონიო და "Z" სერია არ დასრულებულაო. თუმცა Sony-ს სხვა წარმომადგენლები უბრალოდ აღნიშნავდნენ იმას, რომ "Z" სერიამ მიაღწია კულმინაციას და "X" სერია არის ახალი დასაწყისი! ეს არ გამორიცხავს იმას, რომ "X" სერია წლის პირველი ნახევრის ფლაგმანი იქნება და "Z" სერია წლის მეორე ნახევრის! ასე რომ უნდა ველოდოთ Xperia Z7–ს, Xperia Z7 Premium-ს და Xperia Z7 Compact-ს სექტემბერში.



   რაც შეეხება Xperia E5-ს, მას აქვს 5 დიუმიანი HD ეკრანი, 2700 მილიამპერიანი ბატარეა, 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 1.5 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 200 გიგაბაიტით მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, Mediatek MT6735-ის ჩიფსეტი და ანდროიდ M ოპერაციული სისტემა. სმარტფონის ოფიციალური ფასი 199 ევროს შეადგენს საწყის ეტაპზე.

  შეგახსენებთ, რომ Sony ყოველი წლის სექტემბერში უშვებდა ფლაგმანურ სმარტფონებს კენტი რიცხვით Xperia Z1, Xperia Z3, შარშან გამოვიდა Xperia Z5 და წელს უწევს Xperia Z7. Xperia Z5 Premium-ი ამჟამად პირველი და ერთადერთი სმარტფონი 4K რეზოლუციის ეკრანით, რომელიც შემდეგ Premium სერიაშიც გაგრძელდება.



No comments:

Post a Comment