კატეგორიები

Sunday 10 May 2015

რას უნდა ველოდოთ Samsung Galaxy Note 5-ში?

სამსუნგის მომდევნო ფლაგმანური ფაბლეტი "Galaxy Note 5" სექტემბერში, ბერლიში, IFA-ს კონფერენციაზე დაანონსდება 4-9 სექტემბრის ფარგლებში.
თავდაპირველ ჭორებს თუ დავუჯერებთ, ახალ Note-ს ექნება 4K UHD რეზოლუციის 5.9 ინჩიანი ეკრანი, მაგრამ უახლოესი ჭორები 2K QHD ეკრანზე ალპარაკდა, მე თუ მკითხავთ იგივე რეზოლუცია დარჩეს ჯობია, რადგან მეტი რეზოლუცია უფრო მძლავრ ბატარეას მოითხოვს, მითუმეტეს 4K რეზოლუციის საჭიროებას მობილურ მოწყობილობებში ნამდვილად ვერ ვხედავ.

მთავარი კამერა ჭორებს თუ დავუჯერებთ ისევ იგივე 16 მეგაპიქსელიანი რჩება, მაგრამ მე ამ ჭორის ნაკლებად მჯერა, ჩემი ვარაუდით 21 მეგაპისელიან კამერას ჩააყენებს სონის წარმოებულ IMX230-ს, რომელიც ამჟამად ბაზარზე საუკეთესოა და არ გხდება პოპულარულ მობილურ მოწყობილობებში. ასევე ინტერნეტში გარცელებული ჭორების თანახმად წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანი ექნება.
რაც შეეხება პროცესორს, აქ Sammobile.com-ს თუ დავუჯერებთ 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი Exynos 7422 ან 7430 ექნება, ანუ ოდნავ გაზრდილი წარმადობით ვიდრე Galaxy S6-ია, მაგრამ ასევე არის ინფორმაცია, რომ სამსუნგი მუშაობს საკუთარი კუსტომიზაციით შექმნილ "Mongoose" ბირთვებზე Exynos M1-ზე, რომელიც Galaxy S6-ის პროცესორთან შედარებით 45 პროცენტით გაზრდილ წარმადობას მოგცემს.
რა თქმა უნდა ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტიანი LPDDR4 იქნება და ასევე გაიზრდება ბატარიის სიმძლავრეც.
მოკლედ, დარჩენილია დაანონსებამდე 4 თვე და ეს არც ისე დიდი დროა! თქვენ რას ელოდებით აღნიშნული ფაბლეტიდან? ;)

2 comments:

  1. amat urchevniat menu diaini secvalon gaanaxlon sxva fotmis da sxva fonebi cadvan.

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by a blog administrator.

      Delete