კატეგორიები

Sunday 19 October 2014

Project Tango-რევოლუციური 3D ტექნოლოგია სმარტფონებისათვის

                  კომპანია "Google"-მა წარმოადგინა ახალი პროექტი სახელწოდებით "Tango",
"Project Tango"-ს ახორციელებს განყოფილება "ATAP"-ი, რომლის წევრის "ჯონ ლი"-ს განცხადებით, პროექტის მიზანია მობილურ მოწყობიკლობებმა აღიქვან მსოფლიო ადამიანების მსგავსად. აღნიშნული პროექტით წარმოდგენილია 5 ინჩიანი მობილური მოწყობილობა, რომელიც მუშაობს ანდროიდ ოპერაციულ სისტემაზე და დამატებით სპეციალურად შექმნილ პროგრამულ ინტერფეისებზე API-ებზე, მოწობილობაში ჩაშენებულია სიღრმისეული მონაცემების დასამუშავებელი პროცესორი, პროცესორად გამოყენებულია ორმაგი 65 ნანომეტრიან "Movidius" პლათფორმა, თუმცა პროექტის წარმომადგენლის თქმით ბაზარზე 28 ნანომეტრიანი პროცესორით ჩაუშვებენ, პროცესორის მთავარი ღირსება ენერგო მოხმარების ეკონომიურობაა.

სმარტფონში წარმოდგენილია 4 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა 3D სკანერით, კორპუსის უკან წარმოდგენილია დამხმარე სენსორები, მოძრაობის მკვლევარი და სიღრმისეული ზონდირება.
მოწყობილობას შეუძლია თვალთვალი განახორციელოს 250 ობიექტზე რეალურ დროში და ეს ყველაფერი არ არის, მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ ამ ყველაფერს 3D-ში
უყუროთ.
ასევე სმარტფონში წინა პლანზე წამოწეულია სოციალური მდგომარეობა, უსინათლო მოსახლეობა, კომნკრეტულად რას გულისხმობს ეს ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია.
სმარტფონს შეუძლია შენობის დასკანერების შემთხვევაში იპოვოს ის პროდუქტი და გაჩვენოს,რომელსაც თქვენ ეძებთ.

სმარტფონში ინტეგრირებულია ნავიგაციები და რუკები.
14 მარტს სმარტფონის 200 პროტოტიპი დაიგზავნება დეველოპერებში, ამის შემდგომ დეველოპერები დაიწყებენ სმარტფონისთვის სპეციალური პროგრამების შექმნას.
სმარტფონის სხვა დექნიკური დეტალები, გამოშვების თარიღი და ფასი ჯერჯერობით უცნობია.

No comments:

Post a Comment