კატეგორიები

Sunday 7 May 2017

OnePlus 5-ის გამოსვლის თარიღი, ტექნიკური მახასიათებლები და ფასი


  უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდი OnePlus-ი ივნისის ბოლოს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს გამოუშვებს, რადგან ჩინეთში ციფრი "4" უიღბლოდ მიაჩნიათ, ახალი ფლაგმანური სმარტფონის სახელი OnePlus 5 იქნება.

 OnePlus-მა მოახერხა და მსოფლიოს ტექნოლოგიების მოყვარულთა გული მოიგო, განსაკუთრებით წინა წელს გამოშვებული ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონების OnePlus 3-ის და OnePlus 3T-ს დამსახურებით.
 ინტერნეტში გავრცელებული სქრინშოტის თანახმად ნათლად ჩანს, რომ OnePlus 5-ს 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება ექნება. გარდა ამისა, ინტერნეტში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები, რომ მას ექნება 5.5 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანი, ორმაგი 26 და 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, Qualcomm Snapdragon 835-ის ჩიფსეტი, 3600 მილიამპერიანი ბატარეა, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი წინა პანელზე და DayDream მხარდაჭერა.
 აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი დიზაინი ამჯერად შუშისგან იქნება წარმოდგენილი და ასევე იქნება კერამიკის ვარიანტიც OnePlus X-ის მსგავსად, ხოლო კამერების განლაგება მსგავსი იქნება Huawei P10-ს.

 ასევე მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ OnePlus-იც ახალი ტენდეციების თანხმად ახალ ფლაგმანურ სმარტფონის დიზაინს ვიწრო ჩარჩოებში შემოგვთავაზებ.
როგორც ჩანს, წელსაც OnePlus-ი შემოგვთავაზებს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ და სწრაფ "ანდროიდ" სმარტფონს.
 ჭორებს თუ დავეყრდნობით, OnePlus 5-ის ფასი მხოლოდ 449 ამერიკული დოლარი ეღირება, აღნიშნული ინფორმაცია თუ დადასტურდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას კონკურენტი ვერ და არ ეყოლება.

No comments:

Post a Comment