კატეგორიები

Monday 27 February 2017

Sony Xperia XZ Premium:მსოფლიოში პირველი სმარტფონი 4K HDR ეკრანით, Snapdragon 835-ის პროცესორით და 960FPS ვიდეო გადაღებით

  Sony-მ სმარტფონების მოყვარულთა საზოგადოება გააოცა მოულოდნელობით და წარმოგვიდგინა რევოლუციური სმარტფონი Xperia XZ Premium-ი, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლებით და დახვეწილი პრემიუმ დიზაინით.

  სმარტფონების ისტორიაში პირველად XZ Premium-ზე წარმოდგენილია 5.5 დიუმია 4K HDR TRILUMINOS ეკრანი 801 პიქსელ სიმჭიდროვით დიუმზე და 138 პროცენტიანი sRGB, მსოფლიოში პირველად წარმოდგენილია ყველაზე სწრაფი ვიდეო გადაღების რეჟიმი 960 კადრით წამში, სმარტფონების ისტორიაში პირველად აღნიშნულ სმარტფონზე წარმოდგენილია DRAM კამერის მეხსიერება( რომელიც სმარტფონს ეხმარება ვიდეო და ფოტო ფაილების დამუშავებაში), სმარტფონების ისტორიაში პირველად წარმოდგენილია Qualcomm-ის 5G ტექნოლოგია 1 გიგაბაიტიანი ფაილის ატვირთვის შესაძლებლობით წამში, სმარტფონების ისტორიაში პირველად სმარტფონზე წარმოდგენილია 4X4 MIMO სიგნალის მიმღები ანტენა, ასევ პირველად აღნიშნულ სმარტფონზე გამოიყენეს USB Type C 3.1 პორტი, რომელიც 10-ჯერ სწრაფია USB2.0-თან შედარებით.


  Xperia XZ Premium-ის დიზაინი მაღალი დონის პრემიუმ მახასიათებლებით გამოირჩევა, წინა და უკანა პანელზე წარმოდგენილია Gorilla Glass 5-ის შუშა, კანტები მეტალისგან არის დამზადებული, გვერდზე პანელზე მოთავსებულია თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, წინა პანელზე მოთავსებულია სტერეო აუდიო სისტემა, კორპუსი მთლიანად დაცულია წყილსგან და მტვრისგან IP65/IP68 სერთიფიკატით.

  ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ Xperia XZ Premium-ზე წარმოდგენილია Qualcomm-ის 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Snapdragon 835, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ Xperia XZ Premium-ზე გვხდება.
 ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტიანი და ორ არხიანი LPDDR4X  არის წარმოდგენილი 1866 მეგაჰერც სიხშირით, შესანახი მეხსიერება 64 გიგაბაიტია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 256 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის დახმარებით.


 მთავარი კამერად 19.3 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება, რომლის ეფექტური პიქსელების რაოდენობა არის 21.2 მილიონი, ხოლო 16:9 ფორმატში იღებს 17.1 მეგაპიქსელით. კამერის სენსორის ზომა 1/2.3 დიუმია, პიქსელის ზომა 1.22 მიკრონი და კამერის მეხსიერება შეადგენს 1 გიგაბაიტს, ეს დეტალები დაეხმარება სმარტფონის კამერას მაღალი ხარისხის ვიდეოების და ფოტოების დამუშავებაში ცუდი განათების პირობებშიც კი. სმარტფონის კამერის შემადგენლობაში ასევე შედის 5 არხიანი(5AXIS) გიროსკოპულ-ელექტრონული სტაბილიზაცია, ლაზერული ავტოფოკუზი, 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, RGBC-IR ფერთა ფოკუსი, გამოსახულების წინასწარ აღქმადი ფოკუსი, BIONZ პროცესორი, 22 მილიმეტრიანი ულტრა ფართო ხედვის კუთხე, 4K ვიდეო გადაღების შესაძლებლობა, Slo-Mo ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში და კადრის ჩამკეტი.


 წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი 1/3 დიუმის ზომის სენსორი 22 მილიმეტრიანი ულტრა ფართო ხედვის კუთხით და 5 არხიანი გიროსკოპულ-ელექტრონული სტაბილიზაციით.


  Sony გვპირდება, რომ Xperia XZ Premium-ში წარმოდგენილია ნადვილი მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა, რომელშიც გვთავაზობს S-FORCE აუდიო პროცესორს და LDAC Hi-Rec აუდი სისტემას DSEE-HX ტექნოლოგიით,


   სმარტფონის შემადგენლობაში ასევე არის 3230 მილიამპერიანი Qnovo-ს ტექნოლოგიის ბატარეა Quick Charge 3.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით, Android 7.1 ოპერაციული სისტემა, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი და ორი სიმ ბარათის სლოტი.
  ვფიქრობ Xperia XZ Premium-ი გახდება ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი 2017 წლის სმარტფონი, რადგან ძნელია უარი თქვა ასეთ მძლავრ, დახვეწილ და პრემიუმ სმარტფონზე, რომელიც საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებით არის წარმოდგენილი.

No comments:

Post a Comment