კატეგორიები

Tuesday 10 May 2016

Huawei Honor V8 :ტექნიკური მახასიათებლების მიმოხილვა

  Huawei-მ შესანიშნავი ფლაგმანური სმარტოფონი წარმოგვიდგინა Honor სერიიდან, რომლის სახელწოდებაც გახლვათ Honor V8.

   სმარტფონი წარმოდგენილია 5.7 დიუმიანი QHD რეზოლუციის 2.5D ეკრანით (ასევე წარმოდგენილია FHD რეზოლუციის ვარიანტიც).


 მის შემადგენლობაში აგრეთვე შედის Huawei Kirin 950/955-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება LPDDR4 ტექნოლოგიით 1866 მეგაჰერც სიხშირით, 3500 მილიამპერიანი ბატარეა 9V2A სწრაფი დატენვით, 32 და 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება (შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 128 გიგაბაიტით მეხსიერების ბარათის დახმარებით, USB Type C, Bluetooth 4.2, NFC, Huawei Pay გადახდის სისტემა, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და Hi-Res აუდიო სისტემა.

 

  რაც შეეხება კამერას, მთავარ კამერად წარმოდგენილია ორი 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX286-ის სენსორი (ერთი მონოქრომული და მეორე RGB სენსორიანი), ლაზერული ავტოფოკუსი და 192 ფაზიანი ჰიბრიდული ავტოფოკუსი , 1.76 მიკრონი პიქსელი, ორივე კამერა 6 ლინზიანია F0.95/F2.2 დიაფრაგმით, 27 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხე, ორმგი განათება და 3D 360 გრადუსიანი ფოტო-ვიდეო გადაღება.
ფოტო გადაღების ტესტი:






  წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი Sony IMX179-ის სენსორი F2.4 დიაფრაგმით.
 სმარტფონის სიგრძეში 157 მილიმეტრია, სიგანეში 77.6 მილიმეტრი და სისქეში 7.75 მილიმეტრი. ეკრანი კორპუსის წინა პანელზე 73.5 პროცენტს იკავებს.
  32 გიგაბაიტიანი ვერსია ეღირება 350 ამერიკული დოლარი და 64 გიგაბაიტიანი ვერსია 430 ამერიკული დოლარი, მეხსიერებასთან ერთად განსხვავება ჩიფსეტებშიც იქნება, რომელებიც პოსტის დასაწყისში ვახსენე. ;)





No comments:

Post a Comment