კატეგორიები

Thursday 14 April 2016

National Geographic-ის ფოტოგრაფი David Guttenfelder-ი Huawei P9-ის კამერის შესახებ

 

  National Geographic-ის David Guttenfelder-ი დაესწო Huawei P9-სთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ლონდონში, სადაც ფოტოგრაფმა გამოსცადა სმარტფონის კამერა და აღნიშნა, რომ ფოტოჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია.

   Huawei P9-ი მთავარ კამერად წარმოდგენილია ორი 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX286-ის 1/2.5 ინჩის ზომის სენსორი, სადაც ერთი სენსორი მონოქრომულია (ცუდი განათების პირობებში 300 პროცენტით ნათელი და ხარისხიანი გამოსახულების მისაღებად გამოიყენება) და მეორე სენსორი უზრუნველყოფს ფერების აღქმას (წითელს, მწვანეს და შავს). კამერის თითოეული პიქსელის ზომა გახლავთ 1.25 მიკრონპიქსელი, რაც უზრუნველყოფბს ნათელი და ხარისხიანი გამოსახულების მიღებას ცუდი განათების პირობებში. ორივე კამერის მთავარი ღირსება გახლავთ LEICA-ს SUMMRIT H1:2.2/27 ASPH ოპტიკური ლინზები (რომელიც ამ დროისთვის ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებულია) F2.2 დიაფრაგმით. კამერებს აგრეთვე გააჩნიათ ორმაგი განათება, 192 ფაზიანი ჰიბრიდიული ავტოფოკუსი და ლაზერული ავტოფოკუსი.
 წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი Sony IMX179-ის სენსორი F2.4 დიაფრაგმით.
 გთავაზობთ David Guttenfelder-ის მიერ გადაღებულ ფოტოებს Huawei P9-ით.


 Huawei P9-ის სრული ტექნიკური მახასიათებლების სანახავად გადადით ლინკზე.
 

No comments:

Post a Comment