კატეგორიები

Thursday 5 November 2015

Huawei HiSilicon Kirin 950-ის ჩიფსეტის ტექნიკური მახასიათებლები: AnTuTu-ს რეკორდსმენი


 Huawei-მ წარმოადგინა მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი ჩიფსეტი Kirin 950, ამ სტატიაში გაგაცნობთ Kirin 950-ის ტექნიკურ მახასიათებლებს.

  Kirin 950 შექმნილია 16 ნანომეტრიანი FinFET Plus ტექნოლოგიით, რომლის ცენტრალური ბირთვები წარმოდგენილია 4 მაღალი წარმადობის 2.3 გიგაჰერცზე(მაქსიმალურ 2.53 გიგაჰერცზე) მომუშავე Сortex A72-ის არქიტექტურით და 4 დაბალი წარმადობი (თუ შეიძლება ამას დაბალი ვუწოდოთ) 1.8 გიგაჰერცზე მომუშავე  Cortex A53-ის არქიტექტურით.

გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 4 ბირთვიანი Mali-T880 და დამხმარე პროცესორად წარმოდგენილია i5, რომელიც იმუშავებს მაშინ, როდესაც არ იქნება საჭიროება მძლავრი პროცესორის გამოყენების და დაზოგავს ენერგო მოხმარებას.

  ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია ორ არხიანი და 64 ბიტიანი LPDDR4 ტექნოლოგია (25.6GB/s).
  კამერისთვის წარმოდგენილია ორმაგი 14 ბიტიანი 42 მეგაპიქსელიანი სიგნალის მიმღები პროცესორი, 4K ვიდეო გადაღების მხარდაჭერა.
  ციფრული სიგნალის მიმღებ პროცესორად წარმოდგენილია Tencilica HiFi 4.
შესანახი მეხსიერების ტექნოლოგიებად წარმოდგენია UFS2.0, eMMC5.1 და SD4.1.
სხვა ტექნიკური მახასიათებლებია: NFC, BT4.2, USB Type C, MU-MIMO 802.11ac Wi-Fi, ორ სიმ ბარათზე ერთდროულად აქტიური 4G ქსელი LTE Cat 6 და VoLTE,
 AnTuTu-ს ტესტებში პირველმა პროტოტიპმა აიღო 83000 და ეს არ არის საბოლოო შედეგი, აღნიშნული მაჩვენებელი Kirin 950 პირველ ადგილს იკავებს სიმძლავრით სმარტფონების ჩიფსეტების კატეგორიაში.


No comments:

Post a Comment