კატეგორიები

Thursday 29 October 2015

OnePlus X: ტექნიკური დეტალების მიმოხილვა


OnePlus-მა კიდევ ერთი სმარტფონი გამოუშვა, ამჟამად ყურადღება დიზაინზეა გამახვილებული, ამ სტატიაშ გაგაცნობთ აღნიშნული სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს.
სმარტფონის დიზაინი წარმოდგენილია ორ ვარიანტად, კერამიკის და ონიქსის მასალით.
კორპუსის სიგრძე 140 მილიმეტრია, სიგანე 69 მილიმეტრი და სისქე მხოლოდ 6.9 მილიმეტრი.
სმარტფონის ეკრანი  5 დიუმიანია 1080p რეზოლუციის 2.5D Active Matrix OLED ტიპის, რომელიც დაცულია Gorilla Glass 3-ით.



სმარტფონის ჩიფსეტია Qualcomm Snapdragon 801, სადაც ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილია 4 ბირთვი 2.3 გიგაჰერცზე მომუშავე და გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია Adreno 330.

სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 3 გიგაბაიტია LPDDR3 ტექნოლოგიით და შესანახი მეხსიერება 16 გიგაბაიტია eMMC5.0 თექნოლოგიით, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 128 გიგაბაიტით.

სმარტფონის აქვს 2525 მილიამპერიანი პოლიმერის ბატარეა და ორი სიმ ბარათის სლოტი.

მთავარ კამერად წარმოდგენილია Samsung ISOSELL-ის 13 მეგაპიქსელიანი სენსორი ფაზოვანი 0.2 წამიანი ავტოფოკუსით, F2.2 დიაფრაგმით და განათებით, ხოლო წინა კამერად წარმოდგენილია OV-ის 8 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.4 დიაფრაგმით.


ონიქსის ვერსიის ფასი შეადგენს 250 ამერიკულ დოლარს და კერამიკის ვერსიის ფასი 400 ამერიკულ დოლარ.

სმარტფონის ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია Oxygen OS, Android 5.1.1-ზე დაფუძნებული მოდიფიცირებული ვერსია.

No comments:

Post a Comment