დიდი ხანი არ არის გასული, რაც Xperia Z3+ გამოვიდა, თუმცა აღნიშნული მოდელი არ არის ამ წლის ფლაგმანი, უბრალოდ წინა წლის ფლაგმანური მოდელის განახლებაა, ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით რას უნდა ელოდოთ სონისგან 2015 წელს.
1. სელფშოთების მოყვარულებისთვის ინსაიდერი Upleaks ახალ ინფორმაციას ავრცელებს, სმარტფონი, რომელსაც სონი გამოუშვებს ექნება 13 მეგაპიქსელიანი კამერა IMX214-ის სენსორით და განათებთ, ზუსტად იგივე კამერა ექნება ძირითადიც, სმარტფონის ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილი იქნება მედიატეკის 8 ბირთვიანი, 64 ბიტიანი პროცესორი. 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ორი სიმ ბარათი, მეოთხე თაობის ქსელები და სხვა.
სმარტფონის კოდური სახელწოდება E55XX "LEVANDER", იხილეთ აღნიშნული მოდელის ფოტოები.
2. GFXbench-ზე გამოჩნდა სონის კომპაქტური სმარტფონი ფლაგმანური მონაცემებით, თუმცა ეს ისევ საშუალო კლასს მიეკუთვნება და ეს მოდელი არ იქნება Z5 Compact-ი.
მისი ტექნიკური მახასიათებლებია: 4.6 ინჩიანი ეკრანი 1080 პიქსელ რეზოლუციით, მედიატეკის 64 ბიტიანი 8 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი 2.2 გიგაჰეც სიხშირით, PowerVR G6200 გრაფუკული პროცესორი, 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერა IMX214-ის სენსორით და 4K ვიდე გადაღებით.
ძირითად კამერად წარმოდგენილი იქნება ამ ეტაპზე სონის საუკეთესო 21 მეგაპიქსელიანი კამერა IMX230, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გადაიღოს 4K ვიდეო და 1080p ვიდეო 480 კადრით წამში.
სმარტფონს ექნება 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 16 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება.
3. Z5-ის სერია: კომპაქტური, მთავარი და ულტრა.
სამივე მოდელს ერთნაირი ტექნიკური მახასიათებლები ექნება, განსხვავება იქნება ეკრანის რეზოლუციაში, ეკრანის ზომაში და ბატარეაში.
Mobile-dad.com ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას Z5/Z5 Ultra-ს ტექნიკურ მახასიათბლებზე:
2K რეზოლუციის ეკრანი.
ახალი კამერა ოპტიკური სტაბილიზაციით, უცნობია მეგაპიქსელების რაოდენობა, თუმცა სონი აპირებს საშუალო კლასის სმარტფონში დღეს არსებული საუკეთესო კამერა IMX230 ჩადოს, ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ფლაგმანურ მოწყობილობაში ბევრად მაგარი კამერა ექნება.
4GB LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება.
ცენტრალური პროცესორად Snapdragon 820, Kyro (TS2) არქიტექტურის, 14 ნანომეტრიანი, 64 ბიტიანი 8 ბირთვიანი, 3 გიგაჰერც სიხშირით.
გრაფიკული პროცესორი Adreno 530.

შეცვლილი დიზაინი და თითის ანაბეჭდის სენსორი.
სმარტფონები ბაზარზე გამოჩნდება სექტემბერში, მაგრამ გაყიდვები დაიწყება ნოემბერში.
სმარტფონები ბაზარზე გამოჩნდება სექტემბერში, მაგრამ გაყიდვები დაიწყება ნოემბერში.
ფლაგმანების კოდური სახელწოდებებია:
E58XX-Z5 Compact
E68XX-Z5 Ultra
E66XX-Z5
E68XX-Z5 Ultra
E66XX-Z5
იხილეთ ოფიციალურად სონის მიერ შექმნილი მომავალი სმარტფონების დიზაინი.
No comments:
Post a Comment