კატეგორიები

Thursday 28 May 2015

ინტერვიუ SONY-სგან ახალ Xperia Z3+-ის და მომავალი ფლაგმანური სმარტფონის შესახებ


მას შემდეგ, რაც იაპონიის ბაზარზე დაანონსდა Xperia Z4, იმ დღიდანვე კრიტიკა წამოვიდა კრიტიკოსებისგან, რომ ეს არ იქნებოდა მნიშვნელოვნად განახლებული ფლაგმანი, ამ სტატიით ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუს სონისთან....

კითხვა: რატომ გადაწყვიტეთ ახალი ფლაგმანისთვის დაგერქმიათ იაპონიის ბაზარზე Xperia Z4, ხოლო საერთაშორისო ბაზრისთვის Xperia Z3+?
პასუხი: ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა გაგვეკეთებინა უბრალოდ Z3-ის სერიის განახლება Xperia Z3+-ის სახელით, თუმცა იაპონურმა მობილურმა ოპერატორებმა მოგვთხოვეს სმარტფონისთვის Xperia Z4 დაგვერქმია.
კითხვა: ჩვენ ვნახეთ ახალი ფლაგმანი Xperia Z3+,  წინა ფლაგმანის უბრალოდ განახლებული ვერსია, ეს იმის მანიშნებელია, რომ ახალი ფლაგმანი "Xperia Z4" წარდგება რადიკალურად განსხვავებული დიზაინით ან უფრო დიდი გარღვევა მოხდება და შემდეგ ფლაგმანს "Xperia Z5"-ს დააქრმევთ?
პასუხი: ბოდიშს ვიხდი, ჩვენ არ შეგვიძლიათ გავამჟღავნოთ წინასწარი ინფორმაციები მომავალი სმარტფონის შესახებ.
კითხვა: რატომ არ გამოცვალეთ ამდენი ხნის განმავლობაში სრულად დაბალნსებული "OmniBalance" დიზაინი?
პასუხი: ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო.....
კითხვა: რატომ არ გამოიყენებთ 2K რეზოლუციის ეკრანს ფლაგმანურ სმარტფონებში?
პასუხი: ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და დავადგინეთ, რომ 5-5.5 ინჩიანი სმარტფონებისთვის 1080 პიქსელ რეზოლუციის ეკრანი არის საუკეთესო გადაწყვეტილება და ამ ზომის ეკრანებში უფრო დიდი რეზოლუცია არ მოგვცემს სხვაობას და ამასთანავე სმარტფონი იქნება უფრო ეკონომიური. ჩვენ ვზრდით გამოსახულების ხარისხს, სიკაშკაშეს და მივყვებით ამ ტენდეციას.
კითხვა: რატომ არ გამოიყენეთ "OIS" ოპტიკური სურათის სტაბილიზაცია სმარტფონის კამერაში?
პასუხი: "OIS" სტაბილიზაცია ეხმარება მხოლოდ რხევების დროს დაიჭიროს კადრი, ხოლო ჩვენ გაქვს "Steady-Shot" ტექნოლოგიის სტაბილიზაცია, რომელიც გულისხმობს რხევების და ბუნდოვნად მოძრავი კადრების დაჭერას, ამიტომაც არ გამოვიყენეთ ოპტიკური სტაბილიზაციის ტექნოლოგია ჩვენს სმარტფონებს.
კითხვა: თქვენ ახალ სმარტფონში Xperia Z3+-ში გამოიენეთ LDAC უკაბელო აუდიო სისტემის ტექნოლოგია, აპირებთ თუ არა აღნიშნული ტექნოლოგიის ბაზარზე გადატანას სხვა ბრენდებისთვის?
პასუხი: ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი ექსკლუზივი, მომავალისთვის ჩვენს შევთავაზებთ სხვა კომპანიებს აღნიშნულ ტექნოლოგიას, ამ დროისთვის სონი პრომოუტერია. 

No comments:

Post a Comment