კატეგორიები

Wednesday 15 April 2015

Huawei P8,P8 Lite და P8 Maxx: სრული მიმოხილვა


Huawei-მ მოსნტრი ფლაგმანური სმარტფონი P8 და ფლაგმანური ფაბლეტი P8 Max-ი წარმოგვიდგინა, ამ სტატიაში სრულად განვიხლილავ აღნიშნული მოწყობილობების ტექნიკურ მახასიათებლებს.


P8

აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 5.2 ინჩიანი JDI IPS NEO ეკრანით, რომლის რეზოლუცია შეადგენს 1080x1920 პიქსელს. სმარტფონი სიგრძეში 144.9 მილიმეტრია, სიგანეში 72.1 მილიმეტრი და სისქეში 6.4 მილიმეტრი, კოსპუსი დაცულია სპეციალური ნანო ტექნოლოგიის წყალგამძლეობით (უძლებს მომენტალურად წყლის დასხმას).
სმარტფონში მოთავსებულია Hisilicon Kirin 930/935-ის 64 ბიტიანი 8 ბირთვიანი 2.0/2.2 გიგაჰეც სიხშირის ცენტრალური პროცესორი (რომელიც წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონთან 80 პროცენტით სწრაფია) და გრაფიკული პროცესორი Mali-T628(რომელიც წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონთან შედარები 100 პროცენტით სწრაფია).
 სმარტფონში წარმოდგენილია 2680 მილიამპერიანი პოლიმერის ბატარეა, რომელიც კომპანის განცხადებით, ნორმალური მოხმარების რეჟიმში 1.5 დღე გაძლებს

სმარტფონის კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი RGBW (წითელი, ლურჯი, შავი, თეთრი) სერნსორი, სპეციალურად Huawei-ს  DSLR დონის სიგნალს მიმღები პროცესორი, F2,0 დიაფრაგმა, ორმაგი LED განათება OIS(ოპტიკური სურათის სტაბილიზაცია) სტაბილიზაცია. წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი სენსორი.
სმარტფონი წარმოდგენილია მეტალის და შუშის მატერიალით 4 ფერში
ოპერაციულ სისსტემად წარმოდგენილია Android 5.0.2, სამომხმარებლო ინტერფეისი EMUI3.1.


სმარტფონს მოყვება დამტენი, ყურსასმენები და USB კამბელი.


კამერის გადაღება შედარებულია iPhone 6 Plus-თან



Knuckle ტექნოლოგია


აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია ორ სიმ ბარათის მხარდაჭერით (GSM ქსელი), შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 128 გიგაბაიტით, აქვს მეოთხე თაობის LTE ქსელების მხარდაჭერა. სმარტფონის 16 გიგაბაიტიანი ვერსია ეღირება 499 ევრო, ხოლო 64 გიგაბაიტიანი ვერსია 599 ევრო.  ოპერატიული მეხსიერება 3 გიგაბაიტს შეადგენს.


P8 Max


აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 6.8 ინჩიანი JDI LTPS ეკრანით, რომლის რეზოლუცია შეადგენს 1080x1920 პიქსელს. სმარტფონი სიგრძეში 182.7 მილიმეტრია, სიგანეში 96 მილიმეტრი და სისქეში 6.8 მილიმეტრი.
სხვა ტექნიკური მახასიათებლები იდენტურია მისი უმცროსი ძმის, თუმცა აქ გვხდება 4360 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც კომპანიის განცხადებით, ნორმალური მოხმარების რეჟიმში 2.23 დღეს გაგვიძლებს. ფაბლეტის 32 გიგაბაიტიანი ვერსია 549 ევრო, ხოლო 64 გიგაბაიტიანი ვერსია 649 ევრო ეღირება

P8 Lite


ეს არის შედარებით იაფიანი ვერსია, შედარებით სუსტი ტექნიკური მახასიათებლებით
ეკრანი: 5-ინჩი 720 x 1280 პიქსელ რეზოლუცია
ზომები: 143 x 70.6 x 7.7მილიმეტრი
პროცესორი: HiSilicon Kirin 620  64 ბიტიანი 8 ბირთვიანი 1.2 გიგაჰერც სიხშირით
ოპერატიული მეხსიერება: 2 გიგაბაიტი
შესანახი მეხსიერება: 16 გიგაბაიტი, შესაძლებელია მეხსიერების გაზდრა 128 გიგაბაიტით
კამერა: 13 მეგაპიქსელიანი მთავარი ორმაგი LED განათებით და 5 მეგაპიქსელიანი წინა
ბატარეა: 2.200 მილიამპერიანი
აღნიშნული სმარტფონის ფასი 270 ევრო იქნება

პრომო ვიდეობი:

Huawei P8

Huawei P8 Max

No comments:

Post a Comment