კატეგორიები

Monday 30 March 2015

Qualcomm Snapdragon 620-ის განხილვა

კომპანია Qualcomm-მა საშუალო კლასის მობილური მოწყობილობებისთვის წარმოადგინა მძლავრი 64 ბიტიანი 8 ბირთვიანი ჩიფსეტი Snapdragon 620. ჩიფსეტის ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილი 4 მაღალი წარმადობის Cortex A72 ბირთვი 1.8 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53 ბირთვი 1.2 გიგაჰერც სიხშირით. ჩიფსეტის გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია Adreno 510.
ციფრული სიგნალის პროცესორად წარმოდგენილია Qualcomm Hexagon V56.
ჩიფსეტს ინტეგრირებული აქვს X8 მეოთხე თაობის ქსელები, მეშვიდე კატეგორიის სიმძლავრით. წინა თაობის ჩიპსეტებისგან განსხვავებით, აღნიშნულ ჩიფსეტში ინტეგრირებულია რადიო მიმღები Qualcomm RF360. ჩიფსეტის შემადგენლობაში აგრეთვე შედის USB 2.0, Bluetooth 4.1, Qualcomm ViVE და Mu-Mimo ტექნოლოგიები (WiFi). GPS ტექნოლოგიად წარმოდგენიალია Qualcomm-ის მერვე თაობის IZAT ტექნოლოგია.

ასევე გაუმჯობესებულია კამერის ტექნოლოგიებიც, მხარდაჭერილია ორმაგი 21 მეგაპიქსელიანი ZSL სიგნალის მიმღებით, შესაძლებელია 4K ვიდეოს გადაღება 30 კადრით წამში და 1080p ვიდეოს გადაღება 120 კადრით წამში (HEVC H.265 ენკოდი და დეკოდი).
აუდიო სისტემად მხარდაჭერილია მაღალი რეზოლუციის 192 კილოჰერც სიხშირის 24 ბიტიანი მუსიკის დაკვრა.
ორ არხიანი LPDDR3 ოპერატიული მეხსიერება 933 მეგაჰერც სიხშირით. სწრაფი დატენვის ტექნოლოგია Quick Charge 2,0, რომელიც მოწყობილობას 30 წუტში დამუხტავს 60 პროცენტამდე.
Quad HD 2560x1600 პიქსელ გარჩევადობის ეკრანის მხარდაჭერა.

ალბათ დამეთახმებით, რომ საშუალო კლასის მობილური მოწყობილობებისთვის ზედმეტად ფლაგმანური ტექნიკური მონაცემები აქვს! აქვე მინდა გაცნობოთ, რომ კომპანია ამზადებს პრემიუმ ხაზის ორ ჩიფსეტს Snapdragon 815-ს Cortex A72-ის არქიტექტურით (აღნიშნული ჩიფსეტით სმარტფონებს ვიხილავთ 2015 წლის მეოთხე კვარტალში) და Snapdragon 820-ს Kryo არქიტექტურით (კომპანიის ექსკლუზიური ქმნილება, რომლის რელიზი 2016 წლის დასაწყისში შედგება, ხოლო ტესტირებითვის მწარმოებლებს 2015 წლის მეორე ნახევარში დაურიგებს).

No comments:

Post a Comment