“Intel-ი ცვლის ყველაფერს“ - ამ დევიზით გაიხსნა Core-ის მე-4 თაობის პროცესორების პრეზენტაცია ალმა-ატაში, რომელიც ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის გაიმართა. შეხვედრას რეგიონული დირექტორი დიმიტრი კისელი და რეგიონში Intel-ის სპეციალისტი ალექსანდრე ხომენკო უძღვებოდნენ.
ძირითადად პრეზენტაციაზე საუბარი იყო პროცესორების მობილურ ვერსიაზე ულტრაბუქებისთვის, რომლებიც ცალკე დასახელებას მიიღებენ - ULT. აქვე მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ, რას წარმოადგენს „ულტრაბუქი“, რომლის განვითარებასაც განსაკუთრებით ხელს უწყობს Intel-ი: საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მის პოპულარიზაციას და განსაზღვრავს მთელ რიგ ტექნიკურ მახასიათებლებს, რის მიხედვითაც მოწყობილობას შეიძლება ეწოდოს „ულტრაბუქი“. სინამდვილეში „ულტრაბუქი“ არის უფრო მსუბუქი და მცირე ზომის ნოუთბუქი, რომლის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ბევრად უფრო აღემატება ნოუთბუქისას.
პრეზენტაციაზე დიმიტრი კისელმა დეტალურად განიხილა ახალი თაობის პროცესორების უპირატესობა მათ წინამორბედებზე. ძირითადი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ტექნოლოგიის მასშტაბი silicon wafer-ზე მიკროსქემის შესაქმნელად 2 ათეულით შემცირდა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ტექნოლოგიის სახელწოდება 22 ნმ, რომელიც 10ნმ-ით თხელია, ვიდრე მისი წინამორბედი Ivy Bridge ხაზი. მან ასევე ხაზი გაუსვა ბატარეის ავტონომიურად მუშაობის მნიშვნელოვნად გაზრდილ ხანგრძლივობას, რომელიც 9 საათს აღემატება. ასევე აღსანიშნავია WiDi ტექნოლოგია, რომელიც ხელს უწყობს დიდ ეკრანზე გამოსახულების არაჩვეულებრივად გაშლას.
Haswell არქიტექტურაზე აგებული უახლესი და უძლიერესი 4–ბირთვიანი Core I7 სერიის პროცესორი i7-4770K, Haswell არქიტექტურაზე აგებულ პროცესორებს შორის ყველაზე ძლიერია. მაშინ, როდესაც მუშაობს პირველი და მეორე ბირთვი, პროცესორის სიხშირეა 3.9 GHz, სამი ბირთვის მუშაობის დროს 3.8 და ოთხივეს 3.7 GHz, თუმცა პროცესორის სტოკ სიხშირე ტურბო რეჟიმის გარეშე 3.5 GHz. მას აქვს L3 დონის ქეშ მეხსიერება 8MB მოცულობით, მისი ენერგო მოხმარებაა 84, პროცესორი აღჭურვილია ინტეგრირებული გრაფიკით HD 4600–ით, რომლის მაქსიმალური სიხშირე 1.25 GHz–ია.
რაც შეეხება Haswell სერიის პროცესორების დაბოლოებას: K მოდელებს და მათ შორის ჩვენს 4770K-საც აქვს გახსნილი მამრავლი. ასეთ მოდელებს სტანდარტული 84W ენერგო მოხმარება აქვთ, ისევე, როგორც სტანდარტულ მოდელებს აღნიშვნის გარეშე.
რაც შეეხება T სერიის მოდელებს, ეს გახლავთ ყველაზე მეტად შეზღუდული და დაბალი ენერგო მოხმარების მოდელები, რომლებიც სულ რაღაც 35-45 W ენერგიას მოიხმარენ. ყველა ეს პროცესორი მიეკუთვნება Intel–ის ახალ სოკეტ 1150–ს, რომლის მოთავსებაც შესაძლებელია B85, H87, Q85, Q87 და Z87 ჩიპსეტის მქონე დედა დაფებზე.
როგორც ინტელის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ახალი თაობის პროცესორების სახელის არჩევა სრულიად შემთხვევით მოხდა. კოდური სახელი Haswell ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაასახელა, რომელიც მას აშშ-ს პატარა ქალაქების საფოსტო ინდექსებში ეძებდა. ასე მიიღო Intel-ის ყველაზე ძლიერი პროდუქციის ხაზმა კოლორადოს პატარა ქალაქის სახელი.
Core-ის მე-4 თაობის პროცესორების პრეზენტაციას ალმა–ატაში ასევე ესწრებოდნენ მობილური და დესკტოპ კომპიუტერების ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები Lenovo და Alser.
ჩინურმა მწარმოებელმა Lenovo-მ წარმოადგინა ალმა–ატაში „გეიმინგისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და განვითარებული ლეპტოპი, IdeaPad Y510.
წყარო

No comments:
Post a Comment